ლოს ანჯელესში, „ოქროს გლობუსის“ 82-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
დაჯილდოებულთა სია ასე გამოიყურება:
წლის საუკეთესო ფილმი (მიუზიკლი, ან კომედია) – “ემილია პერესი”,
ნომინაცია: წლის საუკეთესო დრამა – „ბრუტალისტი”.
დრამატულ ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულება – ედრიენ ბროუდსი, ფილმი „ბრუტალისტი”.
დრამატულ ფილმში ქალის როლის საუკეთესოდ შესრულება – ფერნანდა ტორესი, ფილმი „ჯერ კიდევ აქ ვარ”.
მიუზიკლსა ან კომედიაში საუკეთესო მსახიობ ქალად დემი მური დასახელდა ფილმ “სუბსტანციაში“ განსახიერებული როლისთვის.
მიუზიკლსა ან კომედიაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში კი სებასტიან სტენმა გაიმარჯვა ფილმში „განსხვავებული კაცი“ შესრულებული როლისთვის.
საუკეთესო რეჟისორად ბრედი კორბეტი დასახელდა ფილმისთვის „ბრუტალისტი“.
მეორეხარისხოვანი კაცის როლისთვის ჯილდო მიიღო კირან კალკინმა ფილმ „ნამდვილ ტკივილში“ განსახიერებული როლისთვის, მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის კი გამარჯვება ზოი სალდანმა მოიპოვა ფილმ „ემილია პერესში“ შესრულებული როლოსთვის.
საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში „ოქროს გლობუსი“ ანიმაციურ ფილმს, „ნაკადს” გადაეცა.