2024 წლის “ოსკარის” გამარჯვებულები ცნობილია. წლის ფილმი კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ გახდა, მას საერთო ჯამში 13 ნომინაცია ჰქონდა და 7 ოსკარი მიიღო. მათ შორის საუკეთესო ფილმის, რეჟისორისა და ადაპტირებული სცენარის კატეგორიებში.
4 ოსკარი დაიმსახურა იორგოს ლანთიმოსის ფილმმა, Poor Things. ემა სტოუნს კი „საუკეთესო მსახიობი ქალის“ კატეგორიაში კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო გადაეცა.
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის ოსკარი მიიღო ჯონათან გლაზერის ფილმმა, „ინტერესის ზონა“. საუკეთესო ანიმაციური ფილმი „ბიჭი და ყანჩა“ გახდა.
საუკეთესო სიმღერისთვის კი ოსკარი გადაეცათ ბილი აილიშსა და მის ძმას, ფინეასს გრეტა გერვიგის ფილმის, „ბარბისთვის“ შექმნილი სიმღერისთვის, What I was made for.