ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის საახალწლო სასაჩუქრე ნობათის შესყიდვაზე ადგილობრივ ხელისუფლებას ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის საახალწლო სასაჩუქრე ნობათის შესყიდვა:
ა) შეფუთვის სახელწოდება: პროდუქტის ყუთი _ 400 ცალი. მოსაწოდებელი პროდუქტები უნდა მოთავსდეს მუყაოს ყუთში, ცხრილში მოცემული პროდუქტების რაოდენობის მიხედვით. მუყაოს ყუთზე უნდა განთავსდეს სტიკერი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბით გამოსახული და წარწერით;
ბ) შეფუთვის სახელწოდება: ტკბილეულის პაკეტი _ 400 ცალი. მოსაწოდებელი ტკბილეული უნდა მოთავსდეს მუყაოს ჩანთაში, ცხრილში მოცემული ტკბილეულის რაოდენობის მიხედვით. მუყაოს ჩანთაზე უნდა განთავსდეს სტიკერი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბით გამოსახული და წარწერით;
გ) შეფუთვის სახელწოდება: ტკბილეულის კალათა _ 57 ცალი. მოსაწოდებელი ტკბილეული უნდა მოთავსდეს კალათებში, ცხრილში მოცემული რაოდენობის და მონაცემების მიხედვით“, _ აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია _ შპს “საბითუმო 2020” მონაწილეობდა და სწორედ ის გახდა გამარჯვებული.
შესყიდვის სავარაუდო ფასი 118 740.00 ლარი იყო, გამარჯვებული კომპანია კი 97 635.00 ლარად გაახორციელებს ნობათის მიწოდებას.
ავტორი






























































