3 დეკემბერს, მუნიციპალიტეტის ისტორიაში პირველად, ,,ხარაგაულელობის” დღესასწაული აღინიშნა.
საპატიო ხარაგაულელის ტიტული მიანიჭეს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს, რომელსაც იმერეთის გუბერნატორობის გარდა ხარაგაულთან კიდევ ერთი მიზეზი აკავშირებს, ზვიად შალამბერიძის დიდი ბებია საქვეყნოდ ცნობილი სოფელ ფარცხნალიდან გახლდათ.
საპატიო ხარაგაულელის წოდება მიანიჭეს ასევე პროფესორ დავით მაღრაძეს, შოთა ბუაჩიძის სახელობის ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დირექტორს, ლალი ალექსიძეს, ასტრონომ რეზო ნაცვლიშვილს, ექიმ- გინეკოლოგს ვალიდა არევაძეს, მოჭიდავეს, ევროპის ვიცე- ჩემპიონს ევსემ შველიძეს, ვეტყვიჭალის საჯარო სკოლის სერთიფიცირებულ დირექტორს, ლენა აბაშიძეს, ექიმ კარდიოლოგს ვლადიმერ თხელიძეს, ბიზნესმენ მამუკა არევაძეს.
ავტორი