“მთავარი არხის” ინფორმაციით, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოს შეუერთდება ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილის გუნდში გადავიდა. 26 ნოემბერს ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
ასევე, წევრთა რაოდენობას დაემატება მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი – სოფო ჯაფარიძე.
ინფორმაცია გვაქვს კიდევ ორი პიროვნების – ეკა წამალაშვილსა და გია ჭანტურიას შესახებ. ისინი ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ გარიცხეს, თუმცა სავარაუდოდ, უკან დაბრუნდებიან.
ინფორმაცია დადასტურებული არაა, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ მედიის კითხვებს არ უპასუხა.
რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა ენმ-ის კიდევ ერთ ოფისში, რომელსაც დაფინანსება შეუწყვიტეს და დახურეს, ის ბესო გაზდელიანს ეკუთვნის. მედიის წარმომადგენლებთან განცხადება თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილმა თავმჯდომარეებმა გააკეთეს. მათ თქვეს, რომ ცვლილებები პარტიაში აუცილებელია და რომ ლევან ხაბეიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს.