“ქართულ ოცნებას” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა უკვე შერჩეული ჰყავს.
როგორც პარტიაში გვითხრეს, ამ თანამდებობაზე ახალარჩეულ დეპუტატებს, სიის პირველ ნომერს ზაალ მამალაძეს წარუდგენენ.
ზაალ მამალაძე დაბა ჩოხატაურის მაჟორიტარია და 4 წელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა.
მამალაძე მეორე არჩევნებია “ქართული ოცნების” ჩოხატაურის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს.