ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უპასუხა 8 ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ერთობლივ წერილს, რომლებიც მათ 2025 წლის სექტემბერში გაუგზავნეს.
„ამ უკანდახევის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით, კომისიამ დაიწყო პროცედურა შემდგომი ზომების მისაღებად ვიზის შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში:
ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე ვიზების შეჩერება შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც უზრუნველყოფს შეჩერების მექანიზმის ერთგვაროვან გამოყენებას ყველა წევრ სახელმწიფოში.
მეორე ეტაპზე, თუ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პრობლემები არ აღმოიფხვრება, უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე.
ევროკავშირი რჩება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის ერთგული საქართველოში. დარწმუნებული იყავით, რომ ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხს და მათ მისწრაფებებს ევროპული მომავლისკენ“, – ნათქვამია ურუსლა ფონ დერ ლაიენის წერილში.





































































