ტყუპი – ინფორმაციის მიღებ-გაცემისა და კომუნიკაციის დიდოსტატი ტყუპი, სიტყვისთვის „ჯიბეში არასოდეს ჩაიყოფენ ხელს“. ამ ადამიანებს ბასრი ენა და სწრაფი, ანალიტიკური გონება გააჩნიათ. ამიტომ თანამოსაუბრეს იმდენ არგუმენტს აყრიან კამათისას, ეს უკანასკნელი ენასაც ვერ მოაბრუნებს საპასუხოდ. შესაბამისად, ტყუპთან კამათი არ ღირს, თუკი მასავით „ალესილი“ ენის პატრონი არ ხართ.
სასწორი – სასწორს კამათის ხელოვნება უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი. ამასთან ერთად, იგი საკუთარ აზრს კი არა ხშირ შემთხვევაში, საზოგადოდ გავრცელებულ ნორმებს იცავს ხოლმე. სასწორები დიპლომატიური პოლემიკის დიდოსტატები არიან. მათთვის მარტივია მოწინააღმდეგე დახვეწილი შენიშვნებით გამოიყვანონ წყობიდან.
მშვილდოსანი – დემაგოგიისკენ მიდრეკილი და საკმაოდ შემტევი ხასიათის ინდივიდია. მშვილდოსანი იდეალისტია, ამიტომ საკუთარი მოსაზრების სისწორეში არასოდეს ეპარება ეჭვი და საწინააღმდეგო აზრის გაჟღერებისთანავე ბრძოლას უცხადებს ყველა ოპონენტს. მშვილდოსნები მტკივნეულად რეაგირებენ მათთვის სათაყვანებელი იდეალების ხელყოფაზე. ისინი ვერ იტანენ კრიტიკას თუნდაც ჯანსაღს და მუდამ მზად არიან თავგამოდებით დაიცვან საკუთარი პოზიცია.