დღეს, დილიდან, ოზურგეთის ქუჩებში, ბევრგანაა ყვავილების თაიგულებით სავსე ლოკაციები. ვის არ ნახავთ მიმოზებით, ყოჩივარდებით, ხარისძირებით, იებით და გაზაფხულის სხვა ადრიანი მახარობლებით ხელში.
თუმცა, ერთი მშვენიერი qალბატონი, გამორჩეული ხალისით და სიმკვირცხლით სავსე, სწრაფად მოძრაობდა ქუჩიდან ქუჩაზე, ყვავილების თაიგულით ხელში და უმეტესად, მამაკაცებს მიმართავდა: „ძვირფასებო, ვისაც ქალები გიყვართ, ვინც ქალებს ეტრფით, დედებს, დებს, მეუღლეებს, შეყვარებულებს, შეიძინეთ და მიართვით ყვავილები“..
„ქალები ვის არ გვიყვარს? თქვენ გაიხარეთ ქვეყანაზე, _ პასუხს უბრუნებდნენ კაცები და თან ყვავილების შესაძენად სასწრაფოდ მიჰქონდათ ჯიბისკენ ხელი: _ასე ტკბილად და სიყვარულით რომ მოგმართავს, როგორ შეიძლება არ შეიძინო მშვენიერი თაიგული მშვენიერი ქალბატონისგანო“.