„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის საკრებულოში მოქმედი ფრაქცია იიციატივით გამოდის, რომ ქალაქის №1 საჯარო სკოლას მიენიჭოს ნოე ჟორდანიას სახელი.
„საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დავაყენებთ, რომ ის იწოდებოდეს როგორც ლანჩხუთის №1 ნოე ჟორდანიას სახელობის საჯარო სკოლა, ვინაიდან ნოე ჟორდანიამ საწავლა სწორედ ამ სკოლიდან დაიწყო“, _ ამბობს ოპოზიციური ფრაქციის წევრი კახა ასკურავა და იმედოვნებს, რომ საკრებულო ერთიანი იქნება ამ ინიციატივის განხორციელებაში.