დღეს, 24 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე კენჭი უყარეს და მიიღეს დადგენილებები ურეკში სხვადასხვა ქუჩების სახელდების შესახებ.
სულ რვა ქუჩას მიენიჭა შემდეგი სახელები:
დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭა: ,,იაკობ შემოქმედელის“ , ,,აფხაზეთის” , შინდისი გმირების”, ,, ბერი გაბრიელ სალოსის“, შემოქმედის”, ,, აკაკი კვანტალიანის“ ,ასევე, N34 ქუჩას ,,გენერალ გიორგი მაზნიაშვილის“ და ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩის მეორე შესახვევს ,,ქუთაისის“ სახელები.
რაც სეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ადნისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე უსახელო მწვერვალისთვის საქარველოს ეროვნული გმირის ,ზაზა დამენიას სახელის მინიჭების შესახებ, დადგენილება არ მიიღეს, რადგან საკრებულოს წევრებმა იკითხეს, კონკრეტულად რომელი იყო ეს მწვერვალი გომისმთაზე.
რაკი დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღეს, საკითხი არარ განიხილეს.
ავტორი
































































