ასტროლოგების თქმით, 2023 წლის შემოდგომა ბევრი ადამიანისათვის რადიკალური ცვლილებების დასაწყისი იქნება. შესაძლოა, გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ რაღაც ჩარჩოდან გამოხვედით და ახლა უფრო მნიშვნელოვანი ამბების დროა. სექტემბერი ამისთვის ერთგვარ მოსამზადებელ პერიოდად გადაიქცევა, ხოლო ოქტომბერში ყველა ადამიანს მოუწევს, სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღოს და საბოლოოდ დაუსვას წერტილი იმას, რაც დაიწყეს და შუა გზაზე გააჩერეს.
ასტროლოგებმა დაასახელეს იმ ადამიანების დაბადების თარიღებიც, რომლებსაც გლობალური ცვლილებები როგორც პიროვნული, ასევე სოციალური კუთხით ელოდებათ.
კერძოდ: 9-15 აპრილისა და 9-15 ოქტომბრის მონაკვეთში დაბადებულ ადამიანებს 2023 წლის შემოდგომა მნიშვნელოვან ცვლილებებს უმზადებს. აღნიშნულ პერიოდებში დაბადებულ ადამიანებს ყველა შანსი აქვთ, რომ ოქტომბერში საკუთარი პოტენციალი, ნიჭი, უნარები სრულად გამოავლინონ და დიდ წარმატებას მიაღწიონ საქმიან ურთიერთობებშიც და პირად ცხოვრებაშიც, დაიწყონ ახალი საქმეები, იღბალი და გამართლება ნახონ იმ პროექტისაგან, რომელსაც ახლა ახორციელებენ, შეძლონ საკუთარი მიზნებისა და ოცნებებისკენ მყარი ნაბიჯების გადადგმა, დაწინაურდნენ და შეიცვალონ პოზიცია, ჩაუღრმავდნენ საკუთარ შიშებსა და კომპლექსებს, გათავისუფლდნენ ეჭვებისაგან, წარსულის ნაშთებისაგან და ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყონ.
ასტროლოგების თქმით, ოქტომბერი ბევრი ადამიანისათვის რთული იქნება და ეს ერთგვარად ემოციების გამოცდად გადაიქცევა, თუმცა ნოემბრისთვის თქვენ უკვე მკაფიო გეგმა და ხედვა გექნებათ, რაც დაგეხმარებათ, რომ ახალი ეტაპი დაიწყოთ. მზად იყავით სიახლეებისთვის, ნუ შეგეშინდებათ მოძველებულ ურთიერთობებთან დამშვიდობების და ადამიანების რეალური სახის აღმოჩენის, შესაძლოა, ემოციურად ამის გამო ცუდად იგრძნოთ თავი, მაგრამ ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, რომ ბევრად უფრო წარმატებული და ბედნიერი ცხოვრება დაიწყოთ.