ვერძი
სასიკეთოა ახალი საქმის დაწყება. პირად ცხოვრებაში მეტი აქტიურობაა საჭირო წარმატებისთვის, ნეგატიური აზროვნება და ფიქრები პრობლემებს მოგიმრავლებთ.
კურო
რომანტიკა და ოჯახური მყუდრო გარემო განწყობას აგიმაღლებთ და გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას, ეს კი კარგი სტიმული იქნება იმისათვის რომ ახალი კვირა შემართებით და ენერგიულად დაიწყოთ.
ტყუპები
თუ თქვენს უარყოფით თვისებებს მოერევით წარმატებას მიაღწევთ ყველგან. ასე, რომ მოიცილეთ შურის, ღვარძლისა და წყენების მძიმე ტვირთი და გასწიეთ მსუბუქად მიზნისაკენ მიმავალ გზაზე.
კირჩხიბი
ეს დღე თქვენთვის განსაკუთრებულად სასიკეთო იქნება. ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას და ნაადრევი დასკვნების გაკეთებას. განეწყვეთ პოზიტიურად, ირწმუნეთ საკუთარი თავის და მალე ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.
ლომი
თავდაჯერებულობა წარმატების გზაზე კარგი მეგზურია, თქვენი ოპტიმიზმის წყალობით ნებისმიერ რთულ სიტუაციას მარტივად გაუმკლავდებით. თქვენ უნდა იყოთ სხვებისთვის მაგალითის მიმცემი მოტივატორი.
ქალწული
სასურველია თქვენი ოჯახის წევრებისთვის შექმნათ მყუდრო, კომფორტული ატმოსფერო, იზრუნეთ მათ განწყობასა და კეთილდღეობაზე. ერიდეთ შფოთსა და არეულობას.
სასწორი
გამოიჩინეთ მეტი სერიოზულობა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, შეძლებისდაგვარად შეეცადეთ გაარკვიოთ რამდენად სასიკეთოა პოტენციურ პარტნიორებთან მთელი თქვენი მომავლის დაკავშირება.
მორიელი
შესაძლოა ისევ ძველი შეცდომები დაუშვათ, ამიტომ კარგი იქნება მეტი დაკვირვებულობა და გონიერება გამოიჩინოთ. თუ შემოქმედებით საქმიანობას ეწევით დიდია წარმატებების ალბათობა.
მშვილდოსანი
დაისახეთ დიდი და ამბიციური მიზნები, ახლა თქვენ საკმარისი ძალა და თანამოაზრეების მხარდაჭერა გაქვთ იმისათვის, რომ განახორციელოთ თქვენი ჩანაფიქრები.
თხის რქა
მოულოდნელი ცვლილებებისა და წინააღმდეგობების ალბათობა მატულობს. საქმეებსა და სამსახურეობრივ წარუმატებლობას მეგობრობით თუ სიყვარულით დასცძლევთ და პირიქით პირად სფეროში, იმედგაცრუებებს- სამსახურეობრივი წარმატებით გაანეიტრალებთ.
მერწყული
თქვენი პოზიტიური აზროვენება ხელს შეუწყობს იღბლიანობის ამაღლებას, თავდაჯერებულობას და დაგეხმარებათ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების მოზიდვაში.
თევზები
შეეცადეთ არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ და იფიქრეთ საკუთარი თავით, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ვიღაც სუბიექტების მიბაძვით და ნუ ჩაიციკლებით სტერეოტიპულ აზროვნებაზე.