ვერძი
კარგი დროა რომანტიული ურთიერთობებისთვის. შესაძლოა დაიწყოთ ფიქრი სამსახურის შეცვლაზე, აქტუალურია ასევე ხელმძღვანელ პირებთან სხვადასხვა საკითხების განხილვა სამსახურთან დაკავშირებით.
კურო
დღეს, შესაძლოა ძველი ვალი დაგიბრუნონ, ან შეასრულონ ძველი დაპირებები. ერიდეთ ავადმყოფ და წუწუნა ადამიანებთან კონტაქტს, რადგან შეიძლება მათი ზეგავლენის ქვეშ მოექცეთ.
ტყუპები
კარგია დღეს ცოდნის ამაღლება, რაიმეს სწავლა, ლექციების ჩატარება. იმუშავეთ სამომავლო გეგმებზე.
კირჩხიბი
სასურველია გადახედოთ თქვენს გეგმებს და განაახლოთ ისინი. ასევე სასარგებლო იქნება მეგობრებთან სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხების, საქმიანი სფეროსა თუ კომერციული იდეების განხილვა.
ლომი
აწარმოეთ მოლაპარაკებები, მოიძეთ ბიზნეს-პარტნიორები, ახალი სამუშაო პერსპექტივები, ან წამოიწყეთ რემონტი სახლში.
ქალწული
კარგია დღეს საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად ყოველივე ძველისგან გასათავისუფლებლად, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ნაჩვენებია პროცედურები, რომელიც უკავშრდება ორგანიზმის წმენდას.
სასწორი
დიდია დღეს კონფლიქტებისა და გაუგებრობების ალბათობა, ამიტომ ეცადეთ არ ჩაერთოთ გარემოს ქაოსში. თავი შეიკავეთ ახალი წამოწყებებისა და ურთიერთობებისგან.
მორიელი
აიმაღლეთ განწყობა, წამოიწყეთ ახალი საქმეები, დაიცავით ზოიერება და პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ თავზე აიღეთ.
მშვილდოსანი
დიდი ალბათობით, დღეს კარგად წარიმართება ფინანსური მოლაპარაკებები, ასევე პოზიტიურად განვითარდება დღეს წამოწყებული საქმეები.
თხის რქა
ნუ იჩქარებთ ხელშეკრულებების გაფორმებას, შესაძლოა ამან სამომავლოდ გარკვეული თავსატეხი გაგიჩინოთ. კარგად აწონდაწონეთ ყოველი საკითხი და რაც მთავარია, გაითვალისწინეთ გარემოებები.
მერწყული
მატულობს ვალდებულებები, მაგრამ თქვენს მონდომებას და ძალისხმევას შთამბეჭდავი შედეგები და კმაყოფილება მოაქვს, რაც მეტ სტიმულს გაძლევთ და ენერგიით აგავსებთ.
თევზები
ნუ იტყვით უარს ძველ ურთიერთობებზე, ახლა სჯობს შეინარჩუნოთ სტაბილურობა და იფიქროთ კომპრომისებსა და ურთიერთგაგებაზე.