ვერძი
თავი შეიკავეთ აგრესიისა და იმპლსურობისგან, ნუ დაადანაშაულებთ თანამშრომლებსა და პარტნიორებს გარკვეული საკითხების გართულებაში.
კურო
სიფრთხილე და დაკვირვებულობა გამოიჩინეთ პირად და საქმიან პარტნიორებთან დაკავშირებით, კარგად გააანალიზეთ ყოველი ნაბიჯი და შემდეგ იმოქმედეთ.
ტყუპები
ჯიუტად და შეუპოვრად მიჰყევით თქვენს გეგმებს. თქვენი ენერგია მიზანმიმართულად მოახმარეთ დასასრულებელ საქმეებს.
კირჩხიბი
მოერიდეთ აგრესიულ ადამიანებს, დაიცავით ემოციური ბალანსი, მეტად დაისვენეთ გამოიყენეთ არომათერაპია.
ლომი
ირგვლივმყოფები თქვენს მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, თუმცა არის საქმიან პარტნიორებთან გარკვეული გაუგებრობების ალბათობა.
ქალწული
მეტი ყურადღება გამოიჩინეთ თქვენი გარემოცვის მიმართ. მათი დახმარება შესაძლოა ძალიან სარგებლიანი იყოს თქვენთვის.
სასწორი
პირად-სასიყვარულო სფეროში პოზიტიური მოვლენები გადაფარავს სამსახურებივ რუტინას. ჩაერთეთ საახალწლო სამზადისში.
მორიელი
მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას. სასიკეთო პერიოდია სამსახურეობრივი და ფინანსური ოპერაციების წარმოებისას.
მშვილდოსანი
სიურპრიზებისა და საჩუქრების დღეა, გაგახარებთ ახლობელი ადამიანების ყურადღება. თქვენც დროა იზრუნოთ მათ საჩუქრებზე.
თხის რქა
სამსახურის თემები თქვენთვის პრიორიტეტულია, ნუ გადაიღლებით, მეტი ყურადღება დაუთმეთ ურთიერთობებს.
მერწყული
აკონტროლეთ სიტყვები, შესაძლოა ზოგიერთმა ადამიანმა თქვენი დამოძღვრა გადაწყვიტოს, ნუ მიაქცევთ მათ ყურადღებას, იხელმძღვანელეთ საკუთარი გონებით.
თევზები
საკმაოდ პოზიტიური დღეა. სამსახურში შესაძლოა თანამშრომელთა და ხელმძღვანელის შექებაც დაიმსახუროთ. საღამოს მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებთან ურთიერთობას.