ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერდოზები ადამიანების რამდენიმე ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
“საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე, ნებისმიერ ასაკის პირებში, რომელთაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება და ასევე, მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ასევე, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები”, _ განაცხადა თამარ გაბუნიამ.