ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 4 შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფიცირების შემთხვევებიდან 1 ზემო სურებში, 1 საჭამიასერში, 1 იანეულში და 1 შუა ფარცხმაში დადასტურდა.
როგორც ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ზემო სურებსა და იანეულში ინფიცირებულ პირებს მოგზაურობის ისტორია აქვთ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ზემო სურებში ინფიცირებული პირი ოზურგეთში, იანეულში დაინფიცირებული კი რუსთავში იმყოფებოდა.
რაც შეეხება საჭამიასერში დაფიქსირებულ ინფიცირებას, ოჯახური შემთხევაა, შუა ფარცხმა კი სამსახურეობრივ კონტაქტს უკავშირდება.






































































