„სოფელ შრომაში დაწესებული შეზღუდვები დღეს თუ არა ხვალ მოიხსნება. ამ დროისთვის იქ აქტიურია ინფიცირების 46 შემთხვევაა, 41 ადამიანი კი, გამოჯანმრთელებულია“, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაია ქუტიძემ განუცხადა.
ქუტიძის თქმით, სოფელ შრომაში ვითარება დასტაბილურდა.
ცნობისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომა, ეპიდვითარების გათვალისწინებით, გურიაში ერთ-ერთ ცხელ წერტილად იქცა, სადაც სპეციალური საკონტროლო პუნქტი მოეწყო. სოფელში სკოლა 2 კვირით გადავიდა სწავლების ონლაინ რეჟიმზე. საბავშო ბაღმაც, ასევე, ორი კვირით შეაჩერა მუშაობა.