თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტს სთავაზობს სირიიდან გავიდეს და თურქეთი სირიის ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად მარტო დატოვოს. ამის შესახებ REUTERS-ის ინფორმაციით, ერდოღანმა განაცხადა.
ცნობისთვის, სირიის მიერ იდლიბში გახორციელებულ ავიაიერიშს 34 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.
მოგვიანებით თურქეთმა სირიაში სამხედრო ძალა გაგზავნა და სირიის პოზიციებზე იერიში მიიტანა. მომხდარის შედეგად რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამხედრო მებრძოლები დაიღუპნენ, არიან დაშავებულებიც.