“ვითარება საკმაოდ მძიმეა”,_ ამის შესახებ განცხადება მედიასთან გააკეთა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება.
“როგორც ადგილობრივები ჰყვებიან მათ ამ რაოდენობის ნალექი არ უნახავთ, არ ახსოვთ. იყო მთელი ღამის განმავლობაში კოკისპირული წვიმა, რამაც როგორც ჩანს გააქტიურა მეწყრული ზონები. რამდენიმე სოფელი, მაგალითად, ჩოჩხათის თემში, ექვსივე სოფელში სხვადასხვა ადგილებში არის ჩამოწოლილი რამდენიმე მეწყერი. ჩოჩხათის თემში ახლაც ეძებენ მოზარდს, რომელიც იყო სახლის გვერდზე დამხმარე ნაგებობაში და სულისშემძვრელი ისტორიაა. როგორც ჰყვებიან, სტუმარი ბავშვები დააძინა თავის ოტახში და თვითონ დარჩა გვერდზე ნაგეგობაში და ის ნაგებობა მთლიანად ჩაიტანა მეწყერმა. ასევე მისი თანატოლია უკვე ნაპოვნი გარდავლილი, 11 წლის. ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სილაურში ნაპოვნია 80 წლამდე ასაკის ქალის ცხედარი. ვუთანაგრძნობ გარდაცვლილის ოჯახებს. სამწუხაროა, რომ ამ ბოლო დროს ბევრი თანაგრძნობის სიტყვების თქმა დამჭირდა. უმძიმესი წელია. თუკი რაიმე შეიძლება სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს“,_ განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა საკმარისი ძალა ,_ მდინარაძემ განაცხადა, რომ მაშველები ყოველთვის ჯერ იქ მიდიან, სადაც საფრთხის მაღალი რისკია.
“ამ შემთხვევაში ხდება რისკების შეფასება. სადაც მეტი რისკია, ბუნებრივია, იქ მიდის პირველად მეხანძრე-მაშველი. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამ წუთას რამე საფრთხე აქვს და მას არ ეხმარებიან. სადაც შედარებით ნაკლები საფრთხეა, იქ ბუნებრივია, შეიძლება ცოტა დაგვიანებით მივიდნენ”,_ განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ დამატებით გეოლოგები მუშაობენ.
“გეოლოგები მუშაობენ ცალკე დასკვნაზე. იმხელა ნალექი მოვიდა, რომ გააქტიურა მიძინებული მეწყრული ზონები და ამან გამოიწვია დიდი ტრაგედია”,_ განაცხადა მდინარაძემ.