თბილისი მოლთან, დედაქალაქის მთავარ გასასვლელთან დღეს საპროტესტო აქცია უნდა გაიმართოს _ მოქალაქეები საავტომობილო გზის გადაკეტვას აანონსებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გადაკეტვა 2024წლის 23 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულია.