სოციალურ ქსელში, სამტრედიაში გარდაცვლილ 5 წლის ლილე დგვეფაძეს ემშვიდობებიან.
ლილეს მშობლიურ სამტრედიაში, დღეს, 10 ივნისს დაკრძალავენ.
“ვიწვით ამ ტრაგედიით. 5 წლის ლილეს დღეს დაკრძალავენ. პატარა ანგელოზის გარდაცვალება თავზარდამცემი იყო ყველასთვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული, ჩვენო ლილე”, – წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 5 წლის წლის ლილე მოულოდნელად გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა მის საცხოვრებელ სახლში, 5 ივნისს მოხდა.
































































