რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კოსმოსური გაშვების ახალ ობიექტზე კორუფცია გრძელდება.
Voice of America-ს ინფორმაციით, ობიექტის მიზანია რუსეთის დამოკიდებულება შეამციროს ყაზახეთის კოსმოსური გამშვების პუნქტზე, საიდანაც ყველა კოსმოსური მისია და მრავალი სხვა რაკეტის გაშვება ხდება, მაგრამ მშენებლობის ირგვლივ კორუფციაზე საუბარი ხშირია.
“მეასედ ვამბობ გამჭვირვალედ იმუშავეთ, დიდი თანხებია გამოყოფილი. არა, ისინი ასობით მილიონის მოპარვას აგრძელებენ”,_ განაცხადა პუტინმა კაბინეტის სხდომაზე.