THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, 93 წლის ჯიმი კარტერი დონალდ ტრამპს აფრთხილებს, რომ სირიაში სამხედრო მოქმედებები თავიდან აიცილოს.
“ვლოცულობ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნოს და არ გააზვიადოს ან გაამწვავოს გამოწვევები, რომლებიც მოდის ჩრდილოეთ კორეიდან, რუსეთიდან ან სირიიდან.
ვფიქრობ, ის ღრმად აანალიზებს, როგორც მე და ასევე, სხვა პრეზიდენტები, რომ ნებისმიერი ბირთვული გაცვლა შეიძლება შეიცავდეს კატასტროფას ყველა ადამიანისთვის”, _ განაცხადა კარტერმა.