3 g ინტერნეტი მალე ხელმისაწვდომი აღარ იქნება. როგორც vodafone-ში აცხადებენ ქსელი 2023 წლიდან გამოირთვება. აღნიშნული ნაბიჯი კი მიზნად 4g-სა და 5g-ის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რადგან აღნიშნული სერვისები უფრო ძლიერ და საიმედო კავშირს უზრუნველყოფენ.
კომპანიის განცხადებით, 4g-ისა და 5g -ის სიჩქარე და დაფარვა გაიზრდება 3 g -ს სპექტრის გამოყენების შედეგად.
dailymail-ის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება ნიშნავს, რომ ადამიანები ვეღარ შეძლებენ ძველი ტელეფონების გამოყენებას და მოუწევთ მოწყობილობების თანამედროვეთი განახლება. მიუხედავად იმისა, რომ 3 g უქმდება, კომპანია აცხადებს, რომ ჯერჯერობით 2 g-ს გაუქმება არ მოხდება.
“ჩვენ ვაპირებთ ორიენტირებულები ვიყოთ მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი და საიმედო მობილური გამოცდილების მიცემაზე და გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებაზე ჩვენი ქსელის ფენის წაშლით, რომელიც იყენებს არაეფექტურ აღჭურვილობას”,_ განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.