უკრაინის პრეზიდენტი მოითხოვს რუსეთის გათიშვას SWIFT-ის სისტემიდან, _ ამის შესახებ ვოლოდემირ ზელენსკი twitte-ზე წერს.
ზელენსკის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი მკაცრი სანქციების პაკეტი მალე გახდება ცნობილი.
მისი განცხადებით, ის საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა და საკუთარი მოთხოვნებიც გააცნო.
“ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი მკაცრი სანქციების პაკეტი ახლოვდება. განვიხილე ყველა დეტალი ემანულ მაკრონთან ერთად. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-ის სისტემიდან, უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებას და აგრესორის შესაჩერებლად სხვა ქმედით ნაბიჯებს”, _ წერს ზელენსკი.
sexy_author_bio