ჩვენი აქცია განსხვავებულია, ჩვენ მხარდამჭერებთან შეხვედრა მოგვენატრა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იგი სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, არცერთ აქციას აზრი არ აქვს, რადგან ჩვენ ადამიანებთან ჯერ არ გვისაუბრია, რა არის ევროპა. რას ვშორდებით სინამდვილეში და როგორი ქვეყანა გვინდა, რომელსაც პროევროპულს დავუძახებთ. სანამ ეს თემები არ გაგივლია, ჩემი აზრით, მანამდე არცერთ აქციას არ აქვს აზრი.
რაც შეეხება ჩვენს აქციას, ის განსხვავებულია, ჩვენ მხარდამჭერებთან შეხვედრა მოგვენატრა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ევროპული კურსის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია დღეს გაიმართება. გარდა ამისა, ასეთივე შინაარსის აქციას 18 ივნისს „გირჩი“ გამართავს. 20 ივნისს კი მოძრაობა „სირცხვილია“ გეგმავს აქციას, რომელსაც „ნაცონალური მოძრაობა“ შეუერთდება