“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ მეორე ტური რამდენიმე მუნიციპალიტეტში იქნება.
“არცთუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური, ეს არ იქნება ნახევარი რაიონების, თუმცა, შეიძლება იყოს 10-15, მაგრამ ეს არ იქნება 2 და 3, თუმცა არც 30 პირობითაც, მაგრამ იქნება ნამდვილად რაიონები. მე ვფიქრობ, ათზე მეტ რაიონში იქნება მეორე ტური”, – თქვა მდინარაძემ.