დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წყლით და გარუჯვით კორონავირუსი არ ვრცელდება.
„კორონავირუსის გადადება წყალს არ უკავშირდება, წყლით ნამდვილად არ გადაგედებათ. არც გარუჯვით, მზისგან არ მოვა. კორონავირუსი მაღალი სიცხით არ გადავა, მაგრამ მაღალი სიცხე კიდევ სხვაგვარად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე“,_ განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ პლაჟზე ახლოს არ დასხდნენ და დაიცვან დისტანცია.