ჩვენ გვჯეროდა საკუთარი თავის, გავერთიანდით და ვაჩვენეთ, ვინ არიან უკრაინელები. დღეს ჩვენ პატივს ვგვცემენ და აღფრთოვანებულნი არიან მთელ მსოფლიოში. – წერს უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია Telegram-ის არხში.
მისი თქმით, უკრაინამ აიძულა “მსოფლიოს მეორე არმია” გაქცეულიყო კიევიდან და ხარკოვიდან. უკრაინა აიძულებს მათ გაიქცნენ დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ყირიმიდან და სევასტოპოლიდან.
,,პარტნიორებმა მაქსიმუმ 3 დღე მოგვცეს და 200 დღეა, ჩვენ არმხოლოდ ვიბრძვით და ვიმარჯვებთ, არამედ ვწერთ მსოფლიოს ახალ ისტორიას.
დარწმუნებული ვარ, მიუხედავად დანაკარგებისა, დანგრეული ინფრასტრუქტურისა და მშპ-ს ვარდნისა, ჩვენ ახლა უფრო ძლიერები ვართ ვიდრე 200 დღის წინ.
ჩვენ გვჯეროდა საკუთარი თავის, გავერთიანდით და ვაჩვენეთ ვინ არიან უკრაინელები. დღეს ჩვენ პატივს ვგვცემენ და აღფრთოვანებულნი არიან მთელ მსოფლიოში.
ჩვენ ვაიძულეთ “მსოფლიოს მეორე არმია” გაქცეულიყო ჩვენგან კიევიდან და ხარკოვიდან. ჩვენ ვაიძულებთ მათ გაიქცნენ დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ყირიმიდან და სევასტოპოლიდან.
ჩვენ ვაჩვენეთ, რომ რომ რუსეთის არ უნდა გვეშინოდეს, რომ ეს არის სიმულაციური მდგომარეობა, რომელიც სამყაროს შიშში აკავებს იმ მითების წყალობით, რომელსაც თავად იგონებს.
ჩვენ გავაერთიანეთ ევროპა და ვაიძულეთ მას კვლავ დაეჯერებინა საკუთარი თავის.
ეს არის ყველა სამხედრო კაცის, მოხალისის, ექიმის, დაზვერვის, პოლიციელის, რკინიგზის თანამშრომლის, კომუნალური მუშაკის, მეწარმის დამსახურება, რომელიც აგრძელებს მუშაობას. მასწავლებლის, რომელიც აგრძელებს ჩვენი შვილების სწავლებას. ყველა უკრაინელი, რომელიც გახდა ერთიანი და შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა.“ – წერს არახამია.
ავტორი