საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის მაქსიმალური.
მისივე თქმით, კლინიკას ბოლო კვირის განმავლობაშიც დაემატა საწოლების გარკვეული რაოდენობა, თუმცა გაბუნია ამბობს, რომ საწოლების მობილიზების კუთხით, უახლოვდებიან შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს.
„ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით გარკვეულწილად შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 000 საწოლის სახით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.