ერთობის ჯაჭვში მონაწილეობის მისაღებად ლანჩხუთელი აქტივისტები და პოლიტიკოსები დღეს რამდენიმე ლოკაციაზე გადანაწილდნენ.
ერთი ნაწილი ფოთში გასამართ აქციას შეუერთდა, ხოლო მეორე ნაწილმა ოზურგეთში გამართულ ერთობის ჯაჭვში მიიღო მონაწილეობა. გარკვეულმა ნაწილმა, მიუხედავად უამინდობისა, ლანჩხუთში შეკრება არჩია. მათ შორის იყო უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც.
,,ვუერთდებით საერთო ეროვნულიერთობის ჯაჭვს და მისი ერთი რგოლი ვართ! გაუმარჯოს ევროპულ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს!”- ასეთია ლია მუხაშავრიას განაცხადი.
































































