BBC- ის ინფორმაციით, თერთმეტი ტურისტი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს მას შემდეგ, რაც ვულკანი ამოიფრქვა. შემთხვევა ინდონეზიის ვულკანის მარაპის კრატერთან მოხდა.
მაშველებმა ორშაბათს სამი ადამიანი გადაარჩინეს. ამოფრქვევის გამო კიდევ 12 დაკარგულის ძებნა შეჩერებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ამოფრქვევის დროს ტერიტორიაზე 75 მოლაშქრე იმყოფებოდა, მაგრამ უმეტესობა უსაფრთხოდ იქნა ევაკუირებული.
ხელისუფლებამ დააწესა სიფრთხილის მეორე დონე და მოსახლეობას აუკრძალა კრატერიდან 3 კმ-ის მანძილზე გადაადგილება.