reuters-ის ინფორმაციით, იაპონიის კუნძულ კიუშუზე ვულკანი რამდენჯერმე ამოიფრქვა, რის შედეგადაც კვამლისა და ფერფლის ღრუბელი 4.4 კილომეტრის სიმაღლეზე ჰაერში აიჭრა და ათობით ფრენა გაუქმდა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ვულკანი საკურაჯიმა, რომელიც ქალაქ კაგოშიმასთან ახლოს მდებარეობს, დღეს სამჯერ ამოიფრქვა.
ინფორმაციისთვის, საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და სხვადასხვა ინტენსივობის ამოფრქვევები რეგულარულად ხდება.
































































