ჩოხატაურის მედპერსონალს საუკეთესო თანამშრომელი გამოაკლდა, _ ამის შესახებ საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ირაკლი ამირანაშვილმა მედიცინის პროფკავშირის” ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
“ღრმა მწუხარებას გამოთქვავს ჩოხატაურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით!!! გარდაიცვალა საგანგებო სიტუაციების კოორდინააციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჩოხატაურის რაიონის სამსახურის ექთანი მარგალიტა გუდავაძე.
ქალბატონი მარგალიტა წლების განმავლობაში პატიოსნად და პირნათლად ასრულებდა მის პროფესიულ საქმიანობას, ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, მითუმეტეს, პანდემიის პერიოდში, იგი დასნებოვდა Covid-19 -ის ვირუსით, ცდილობდა ამ ვერაგი ვირუსის დამარცხებას, სამწუხაროდ კიდევ ერთი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და კოლეგა დავკარგეთ. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და ჩოხატაურის სასწრაფოს მედპერსონალს“, _ წერია ირაკლი ამირანაშვილის განცხადებაში.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი მარგალიტას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს.