2022 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, წითელას შემთხვევები ბავშვებში გლობალურად 79%-ით გაიზარდა. ამის შესახებ foxnews მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (who) და უნისეფის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
შემთხვევების უმეტესობა ფიქსირდება სომალში, იემენში, ნიგერიაში, ავღანეთსა და ეთიოპიაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებები, ვაქცინის უთანასწორობა და რესურსების რუტინული იმუნიზაციიდან გადანაწილება ბავშვებს ტოვებს წითელას და სხვა ვაქცინით პრევენციული დაავადებებისგან დაცვის გარეშე.
“COVID-19-ის პანდემიამ შეაჩერა იმუნიზაციის სერვისები, ჯანდაცვის სისტემები გადატვირთულია და ახლა ჩვენ ვხედავთ მომაკვდინებელი დაავადებების აღორძინებას, მათ შორის წითელას. მრავალი სხვა დაავადებისთვის, იმუნიზაციის სერვისების ამ შეფერხების გავლენა იგრძნობა მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“, – თქვა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა და აღნიშნა, რომ „ახლა არის აუცილებელი იმუნიზაციის მომენტი. დაუბრუნდით გზას და წამოიწყეთ დამხმარე კამპანიები, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა სიცოცხლის გადამრჩენ ვაქცინებზე”.