ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პროგნოზით თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 20 000 გადააჭარბოს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ნანგრევების ქვეშ მოყოლილთა გადარჩენას საგრძნობლად ართულებს განადგურებული შენობების რაოდენობა და ამინდი.