გუშინ, ჩოხატაურში საზეიმოდ ყველა ქართველისთვის საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის იუბილე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, ჩოხატაურში მწერლის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე შვილიშვილთან და თანამედროვე ქართველ მწერლებსა და პოეტებთან ერთად იმყოფებოდა.
მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების შემდეგ ქეთევან დუმბაძე “ივლიტას ბიბლიოთეკას ესტუმრა. მან ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა ნოდარ დუმბაძის გამომცემლობის წიგნები.
_ ძალიან მიხარია, რომ მამაჩემის დაბადების დღეს ჩემს მშობლიურ, მის საყვარელ რაიონში და აქ, თქვენთან ვიმყოფები. ჩემთვის ორმაგად ემოციურია დღეს აქ ყოფნა. როცა ბოლოს თქვენთან ვიყავი, მაშინ კეთდებოდა “ივლიტას ბიბლიოთეკა. ვხედავ უდიდესი შრომაა ჩადებული ამ მართლაც საოცარი და მყუდრო გარემოს შექმნისთვის, მოხიბლული ვარ აქაურობით, _ თქვა მწერლის ქალიშვილმა.