რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, უკრაინა ძველ საზღვრებს “ვეღარ დაუბრუნდება”.
“უკრაინა, რომელიც მე და თქვენ ვიცით, იმ საზღვრებში, რომელიც ადრე იყო, აღარ არსებობს და აღარასდროს იარსებებს. ეს გარდაუვალია”, – თქვა დიპლომატმა Sky News – Arabia- სთვის მიცემულ ინტერვიუში , რომელიც გამოქვეყნდა მის Telegram არხზე.
ცნობისთვის, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა, რომ ქვეყანამ, შესაძლოა, რეფერენდუმი ჩაატაროს რუსეთთან გაწევრიანების შესახებ. დონბასის კიდევ ერთი რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (DPR) ხელმძღვანელმა თქვა, რომ რუსეთთან შეერთების საკითხი “იქცევა ნომერ პირველი საკითხი” მას შემდეგ, რაც რესპუბლიკა აღადგენს კონსტიტუციურ საზღვრებს.
გარდა ამისა, ხერსონის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ტერიტორია, რომელიც მარტის შუა რიცხვებიდან რუსეთის კონტროლს ექვემდებარება, არაერთხელ ხაზს უსვამდნენ, რომ რეგიონი ასევე ცდილობდა რუსეთთან შეერთებას.
ასევე, სხვა რეგიონის, ზაპოროჟიეს სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ტერიტორია იმედოვნებს, რომ შეუერთდება რუსეთს და გახდება მისი სამხრეთ ფედერალური ოლქის ნაწილი.
ავტორი