გურიაში დღევანდელი აისი მართლაც გაზაფხულისას ჰგავს.
რეგიონში ქარი და უცნაური სიცივე, მთელი კვირის განმავლობაში არ შეჩერებულა. იანვრისთვის უჩვეულო გამოდარებასაც გაკვირვებული უყურებენ გურულები:
_17 გრადუსი სითბო გვაუწყეს…რა ხდება, ნეტა, ძამა, ახლა მგონი გაზაფხული ნაადრევად შემოგვიხტეს შინ, _ ხუმრობაც მზიანი ისმის ოზურგეთის ქუჩებში.
გურულები ერთმანეთს ცნობილი სიმღერის ტექსტსაც ახსენებენ: „ ვის უნახავს, იანვარში გაგვითენდეს გაზაფხულიო“, ქალაქურ ფოლკორში რომ ღიღინებენ , აგერ, ბატონო, ჩვენსას ვნახეთო…
ავტორი