ზაპოროჟიეში რამდენიმე აფეთქება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა, – წერს უკრაინული მედია ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით.
„ამ დრომდე, რვა თავდასხმა განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, სამიზნე ისევ ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო”, – წერს ალექსანდრ სტარუხი Telegram-ზე.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.