ცოტა ხნის წინ, კანადაში, ქალაქ ტორონტოში მოულოდნელი ფაქტი დაფიქსირდა.
ერთმა ჩვეულებრივმა ენოტმა ერთდროულად შვიდი ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
„ზარალიანი“ ცხოველი ენერგოკომპანია „Toronto Hydro One“-ის სადგურზე შევიდა და აღჭურვილობა დააზიანა. შედეგად, მომხმარებლები ელექტროენერგიის გარეშე თითქმის 2,5 საათის განმავლობაში იყვნენ.