ნიგორზღვის საჯარო სკოლას წელს ერთი პირველკლასელი ჰყავს, ზაზა გოჩოლეიშვილი. სწორედ მას დაარეკინეს დღეს ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი სკოლის პედაგოგებმა.
ნიგორზღვა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთაგორიანი სოფელია, სადაც მოსახლეობის მიგრაცია დიდი ხანია, დაწყებულია. სოფელში დაბადებული ყოველი ახალშობილი ერთგვარი იმედია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება კიდევ დიდხანს იარსებებს.
სოფლის ერთადერთ სკოლაში 12 მოსწავლეა და კლასკომპლექტი მუშაობს.