ზაზა მესხის მეორე შვილის გარდაცვალება დადასტურდა.
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაო ამ დრომდე მიმდინარეობს. სამძებრო არეალი გუმათჰესის ტერიტორიამდე აღწევს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ მონაკვეთში მდინარის კალაპოტი შეცვლილია.
კალაპოტებში ნაპოვნია საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა, რის გამოც იმატებს დაკარგულების პოვნის ალბათობა. სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.