საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს კოჭის ტრავმა მიიღო და აკროპოლისის საერთაშორისო ტურნირზე მისი ასპარეზობა საეჭვოა.
როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსი ამბობს, ამ მომენტისთვის, ტრავმა საშუალო სიმძიმისაა და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, გაემგზავრება თუ არა ზაზა საბერძნეთში.
უახლოეს დღეებში ისიც გახდება ცნობილი, რამდენად იქნება მზად ზაზა ფაჩულია „ევრობასკეტზე“ სათამაშოდ.