თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირებიდან, რასაც 51-ე სკოლის მოსწავლეები, ლევან დადუნაშვილი და დათუნა სარალიძე ემსხვერპლნენ.
ერთ-ერთი დაღუპული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, საქმეზე კითხვები, მომხდარიდან 2 წლის შემდეგაც პასუხგაუცემელია.
„გასაგებია, რომ პასუხისგებაშია მიცემული ადამიანი, რომელზეც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ მთავარი, გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის სასამართლოს. დაველოდოთ სასამართლოს პასუხს. რა კითხვებიც უნდა დასმულიყო პირველი გამოძიების ეტაპზე, პროკურორების მხრიდან, სასამართლო პროცესებზე, ზუსტად ის კითხვები ისმის ახალი პროკურორების მხრიდან.
ამ საქმეში ძალიან ბევრს აქვს ბრალი წარსადგენი, თუნდაც სამოხელეო ნაწილში. ეს ხელისუფლება აუცილებლად წავა, თუ აღნიშნული საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი“ ,_ განაცხადა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, შუადღისას, 51-ე სკოლის მოსწავლეები, მეთერთმეტე კლასელები, ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე ქალაქის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე დაიღუპა. დათო სარალიძის გადასარჩენად ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ. ის 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.