ჯორჯიის შტატის (აშშ) ნაკრძალში ზებრისა და სახედრის იშვიათი ჰიბრიდი გაჩნდა.
ფოტოზე იგი სულ რამდენიმე კვირისაა. სხვათა შორის, პაწიას მშობლები 16 წელია “იცნობენ” ერთმანეთს, თუმცა ეს ჰიბრიდის გაჩენის პირველი შემთხვევაა.
ზებრა-ჩოჩორი მამას მხოლოდ ფეხებით ჰგავს, დანარჩენი – დედისა გამოჰყვა, აი, “ხასიათი” როგორი ექნება, ჯერ არავინ იცის.