ზებრა გადასასვლელზე მიმავალ ქალს მუნიციპალური ავტობუსი დაეჯახა.ამ დროს ავტობუსს უკან მიმავალი კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა. შემთხვევა ბათუმში მოხდა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ქალი რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შემთხვევა დღეს, 8 აპრილს მოხდა პუშკინის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთასთან.
თვითმხილველის თქმით, ქალი ზებრაზე გადასვლას ვერ ახერხებდა, რადგან ის მსუბუქ ავტომანქანას ჰქონდა ჩახერგილი, სწორედ ამ დროს შეეჯახა ავტობუსი ზებრასთან ახლოს მყოფ ქვეითს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276 მუხლის შესაბამისად.


































































