საქართველო – პორტუგალიის მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ზურიკო დავითაშვილი დოპინგზე შეამოწმეს.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მამარდაშვილმა გაავრცელა.
“ზეიმი დოპინგის ოთახიდან”,_ წერს მამარდაშვილი და ფოტოს აქვეყნებს.