უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის თავდახმის შედეგად 16 ბავში დაიღუპა, 45-ზე მეტი კი დაჭრილია.
“უკრაინელებმა აჩვენეს მსოფლიოს ვინ ვართ სინამდვილეში. რუსეთმა აჩვენა რად გადაიქცა. აბა დაფიქრდით, რუსეთის შემოჭრის დროს 16 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა და 45 ბავშვი დაიჭრა რუსული დაბომბვის შედეგად სულ რაღაც ოთხ დღეში,” – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარების მიერ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაული და ყველა დაბომბვა აერთიანებს უკრაინის მოქალაქეებს და მის საერთაშორისო პარტნიორებს.
“რუსეთს არ სჯეროდა ასეთი სოლიდარული და ძლიერი რეაქციის, მაგრამ უკრაინელებმა შეცვალეს ეს ისტორია”, _ დასძინა ზელენსკიმ.